გაკვეთილის თემა
|
პითაგორას თეორემა
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ირმა ბარბაქაძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
II/VIII
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
18
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლემ შეძლოს მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის კავშირის დამყარება.
მოსწავლეს შეძლებს შებრუნებული
თეორემის ჩამოყალიბებას, ნებისმიერი ორი გვერდით მესამის პოვნას.
|
ე.ს.გ
|
მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის
და მათი სახეობების შესადარებლად.
მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება.
|
წინასწარი ცოდნა
|
მართკუთხა სამკუთხედის გვერდების სახელწოდებები.
რიცხვის კვადრატი.
შემოკლებული გამრავლების ფორმულები.
არითმეტიკული კვადრატული ფესვის ცოდნა.
მართკუთხედისა და სამკუთხედის ფართობის გამოთვლა.
სამკუთხედის ტოლობის მესამე ნიშანი.
|
გაკვეთის მსვლელობა
|
A ფაზა/გამოწვევა
აქტივობა1,
დრო-5წთ
მასწავლებელი გონებრივი იერიშის საშუალებით გაახსენებს მოსწავლეებს თემასთან
დაკავშირებულ წინარე ცოდნას.
Bფაზა/შინაარსის
რეალიზება
აქტივობა2,
დრო-7წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს უჯრიან რვეულში ააგონ მართკუთხა სამკუთხედი,რომლის
კათეტებია3და4,5და12,6და8ერთეული.
მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს სახაზავით გაზომონ ჰიპოტენუზის სიგრძე,
აიყვანონ სამივე გვერდის რიცხვითი მნიშვნელობა კვადრატში და შეადარონ ჰიპოტენუზის
კვადრატი კათეტების კვადრატების ჯამს.
აქტივობა3,
დრო-15
მასწავლებელი მოსწავლეს თხოვს Word-ში ააგონ ოთხი ტოლი მართკუთხა სამკუთხედი და ერთი
კვადრატი. კვადრატის გვერდის სიგრძე მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზის ტოლი უნდა
იყოს. ამ ფიგურებით მოსწავლეებმა ახალი კვადრატი უნდა ააგონ რომლის გვერდის სიგრძე
სამკუთხედის კათეტების ჯამის ტოლი იქნება. მოსწავლეებმა სამკუთხედის გვერდები პირობითად
აღნიშნონ a,b,c ასოებით.
ერთი მოსწავლე წერს პატარა კვადრატის ფართობს,მეორე დიდი კვადრატის,მესამე
სამკუთხედის. სხვა მოსწავლე წერს დამოკიდებულებას პატარა კვადრატის ფართობი უდრის
დიდი კვადრატის ფართობს გამოვაკლოთ ოთხი სამკუთხედის ფართობი.გამოსახულების გამარტივებით
მიიღებენ გამოსახულებას c2=a2+b2 მათემატიკური ტერმინებით ჩამოაყალიბებენ თეორემას:
ჰიპოტენუზის კვადრატი კათეტების კვადრატების ჯამის ტოლია. მასწავლებელი მოსწავლეებს
ეტყვის რომ ეს დებულება პითაგორას სახელიათაა ცნობილი და მისი დასაბუთების უამრავი
ხერხი არსებობს.
აქტივობა 4,
დრო-5წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს ჩამოაყალიბონ პ.თ.თ.-ს შებრუნებული თეორემა
და სამკუთხედის ტოლობის მესამე ნიშნის თანახმად დაადგინონ რომ შებრუნებული თეორემაც
ჭეშმარიტია.
Cფაზა/
აქტივობა 5,დრო- 5წთ
სახელძღვანელოდან აძლევს სავარჯიშოს
ორი კათეტით იპოვონ ჰიპოტენუზა.
მეორე სავარჯიშოს პირობის მიხედვით ერთი კათეტით და ჰიპოტენუზით იპოვონ
მეორე კათეტი.
აქტივობა 6. დრო
კომპიუტერის და პროექტორის საშუალებით
ეკრაზე აჩვენებს მართკუთხა პარალელეპიპედს ხედებით,
რათა მოსწავლეებმა იოლად აღიქვან სივრცული ფიგურა და დაასკვნან, რომ დიაგონალის დასადგენად
ორი პ.თ.თ-ს გამოყენებაა საჭირო. გამოიყვანენ ფორმულას: სამი განზომილებით d2=a2+b2+c2
მასწავლებელი აძლევს დავალებას
აძლევს მითითებებს
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასება მოხდება წინასწარი შეფასების სქემით
|
გამოყენებული რესურსი
|
მერვე.ვეფხვაძე,კომპიუტერი,პროექტორი.
|
Friday, December 13, 2013
გაკვეთილის გეგმა, "პითაგორას თეორემა".
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment