Thursday, December 19, 2013

მოზარდის კვების რაციონის შერჩევა

პროექტის სახელწოდება: მოზარდის კვების რაციონის შერჩევა.
პროექტის აქტუალობა: ადამიანმა საკვები პროდუქტი და მისი ოდენობა თავისი ასაკის, ფიზიკური დატვირთვებისა და გარემო პირობების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს.
პროექტის მიზნები:  წრფივ ორუცნობიან განტოლებათა სისტემის გეომეტრიული წარმოდგენის გამოყენება პრაქტიკული ამოცანის ამოხსნისას.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: სამი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გრაფიკები, სააგიტაციო ბუკლეტები, ფოტოსურათები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, მარკერები, პროექტორი, საოფისე პროგრამები: Word, Excel.
პროექტის მსვლელობა: პროექტის დაწყებამდე გამოვიკითხავ რომელ საკვებს ანიჭებენ უპირატესობას  და რა იციან მისი შემადგენლობის შესახებ.
აქტივობა პირველი: რამოდინიმე მოსწავლეს დაევალება მოზარდთა ექიმთან ინტერვიუს ჩაწერა.( რა შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვანმა კვებამ)  
აქტივობა მეორე: რამოდენიმე მოსწავლე გაესაუბრება დიეტოლოგს და დაადგენს მისთვის საჭირო კვების პროდუქტების რაოდენობას.
აქტივობა სამი: სამი მოსწავლე ინტერნეტით მოიძიებს სხვადასხვა პროდუქტის შემადგენლობას.
აქტივობა ოთხი: მოსწავლეებს დაევალებათ სააგიტაციო ბუკლეტების გამზადება.
აქტივობა ხუთი: ორი მოსწავლე გამოკითხავს თანაკლასელებს და შეადგენს დიაგრამას, მოძიებული პროდუქტებიდან რომელია  ყველაზე სასურველი.  
აქტივობა ექვსი: ორ მოსწავლეს დაევალება დაადგინოს პროდუქტის ფასები.
აქტივობა შვიდი: შეადგენენ ორუცნობიან განტოლებათა სისტემას. ააგებენ ფუნქციის გრაფიკებს და ამოიწერენ მიღებული ტეხილის წვეროს კოორდინატებს.
აქტივობა რვა:  რამოდენიმე მოსწავლე ამ კოორდინატების საშუალებით გამოიანგარიშებს ფასებს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი: ბიოლოგია.
მათ.X7.მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა და უტოლობათა გამოყენება პრობლემის გადაჭრისას.
პროექტის ხელმძღვანელი:ირმა ბარბაქაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: barbaqadzeirma1@gmail.com




















































































Monday, December 16, 2013

პითაგორას თეორემა.პრეზენტაცია.


პითაგორას თეორემა.შეფასების რუბრიკა.

ქულა

10-9
მოსწავლეს შეუძლია მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის  კავშირის დამყარება, ნებისმიერი ორი გვერდით მესამე გვერდის ზომის დადგენა.მოსწავლე იყენებს მათემატიკურ ტერმინებს,ამტკიცებს პ.თ.თ.ს, აყალიბებს პ.თ.თ.ს შებრუნებულ თეორემას და ამტკიცებს მას. შეუძლია სივრცულ ფიგურაში მართკუთხა სამკუთხედის მოძებნა.
8-7
აყალიბებს პითაგორას თეორემას, ამყარებს კავშირს სამკუთხედის გვერდებს შორის, იყენებს მათემატიკურ ტერმინებს. ხსნის ამ თეორემის დახმარებით
სავარჯიშოებს
6-5
აყალიბებს პითაგორას თეორემას, კათეტების მეშვეობით   ცდილობს ჰიპოტენუზის პოვნას.
4-3
ხაზავს მართკუთხა სამკუთხედს,ასახელებს სამკუთხედის გვერდებს
2-1
სამკუთხედებს გამოაჩევს სხვა მრავალკუთხედებისაგან,მაგრამ ვერ ახდენს კლასიფიკაციას კუთხეების მიხედვით.

Friday, December 13, 2013

გაკვეთილის გეგმა, "პითაგორას თეორემა".

გაკვეთილის თემა
პითაგორას თეორემა
მასწავლებლის სახელი და გვარი
ირმა ბარბაქაძე
სწავლების საფეხური/კლასი
II/VIII
მოსწავლეთა რაოდენობა
18
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლემ შეძლოს მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის კავშირის დამყარება.
მოსწავლეს შეძლებს  შებრუნებული თეორემის ჩამოყალიბებას, ნებისმიერი ორი გვერდით მესამის პოვნას.
ე.ს.გ
მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად.
მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება.
წინასწარი ცოდნა
მართკუთხა სამკუთხედის გვერდების სახელწოდებები.
რიცხვის კვადრატი.
შემოკლებული გამრავლების ფორმულები.
არითმეტიკული კვადრატული ფესვის ცოდნა.
მართკუთხედისა და სამკუთხედის ფართობის გამოთვლა.
სამკუთხედის ტოლობის მესამე ნიშანი.
გაკვეთის მსვლელობა
A ფაზა/გამოწვევა
აქტივობა1, დრო-5წთ
მასწავლებელი გონებრივი იერიშის საშუალებით გაახსენებს მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებულ წინარე ცოდნას.
Bფაზა/შინაარსის რეალიზება
აქტივობა2, დრო-7წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს უჯრიან რვეულში ააგონ მართკუთხა სამკუთხედი,რომლის კათეტებია3და4,5და12,6და8ერთეული.
მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს სახაზავით გაზომონ ჰიპოტენუზის სიგრძე, აიყვანონ სამივე გვერდის რიცხვითი მნიშვნელობა კვადრატში და შეადარონ ჰიპოტენუზის კვადრატი კათეტების კვადრატების ჯამს.
აქტივობა3, დრო-15
მასწავლებელი მოსწავლეს თხოვს Word-ში ააგონ ოთხი ტოლი მართკუთხა სამკუთხედი და ერთი კვადრატი. კვადრატის გვერდის სიგრძე მართკუთხა სამკუთხედის ჰიპოტენუზის ტოლი უნდა იყოს. ამ ფიგურებით მოსწავლეებმა ახალი კვადრატი უნდა ააგონ რომლის გვერდის სიგრძე სამკუთხედის კათეტების ჯამის ტოლი იქნება. მოსწავლეებმა სამკუთხედის გვერდები პირობითად აღნიშნონ a,b,c ასოებით.
ერთი მოსწავლე წერს პატარა კვადრატის ფართობს,მეორე დიდი კვადრატის,მესამე სამკუთხედის. სხვა მოსწავლე წერს დამოკიდებულებას პატარა კვადრატის ფართობი უდრის დიდი კვადრატის ფართობს გამოვაკლოთ ოთხი სამკუთხედის ფართობი.გამოსახულების გამარტივებით მიიღებენ გამოსახულებას c2=a2+b2     მათემატიკური ტერმინებით ჩამოაყალიბებენ თეორემას: ჰიპოტენუზის კვადრატი კათეტების კვადრატების ჯამის ტოლია. მასწავლებელი მოსწავლეებს ეტყვის რომ ეს დებულება პითაგორას სახელიათაა ცნობილი და მისი დასაბუთების უამრავი ხერხი არსებობს.
აქტივობა 4, დრო-5წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს ჩამოაყალიბონ პ.თ.თ.-ს შებრუნებული თეორემა და სამკუთხედის ტოლობის მესამე ნიშნის თანახმად დაადგინონ რომ შებრუნებული თეორემაც ჭეშმარიტია.
Cფაზა/
აქტივობა 5,დრო- 5წთ
სახელძღვანელოდან  აძლევს სავარჯიშოს ორი კათეტით იპოვონ ჰიპოტენუზა.
მეორე სავარჯიშოს პირობის მიხედვით ერთი კათეტით და ჰიპოტენუზით იპოვონ მეორე კათეტი.
აქტივობა 6. დრო
კომპიუტერის და პროექტორის საშუალებით
ეკრაზე აჩვენებს მართკუთხა პარალელეპიპედს ხედებით, რათა მოსწავლეებმა იოლად აღიქვან სივრცული ფიგურა და დაასკვნან, რომ დიაგონალის დასადგენად ორი პ.თ.თ-ს გამოყენებაა საჭირო. გამოიყვანენ ფორმულას: სამი განზომილებით d2=a2+b2+c2
მასწავლებელი აძლევს დავალებას
აძლევს მითითებებს
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასება მოხდება წინასწარი შეფასების სქემით
გამოყენებული რესურსი
მერვე.ვეფხვაძე,კომპიუტერი,პროექტორი.